27 ივნისს, დილიდან 12:00 საათამდე, რუსთავის ცენტრალური პარკი ვერ მიიღებს ვიზიტორებს

2025-06-27 12:35:27

27 ივნისს , გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტო,  რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრი და ,,რუსთავ სერვისცენტრი", ხე-მცენარეების დაავადებებისგან დასაცავ  და მწერების საწინააღმდეგო ერთობლივ პრევენციულ ღონისძიებას ჩაატარებენ.
 პრევენციული ღონისძიება 05:00 საათიდან დაიწყება რუსთავის ცენტრალურ პარკში, პარალელურად სამუშაოები განხორციელდება ქალაქის სხვა უბნებშიც.
იმის გათვალისწინებით, რომ  ჩვენს პარკს,  ვიზიტორები დილის საათებშიც მრავლად ჰყავს,  საჭიროდ ჩავთვალეთ გაცნობოთ, რომ 27 ივნისს,  დილიდან  12:00 საათამდე, რუსთავის ცენტრალური პარკი ვერ მიიღებს ვიზიტორებს. 
 ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.