საპატრულო პოლიციამ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

2025-06-26 12:35:59

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2005 წელს დაბადებული კ.ბ. და 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა კ.ბ. -ს პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

ასევე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონია“ ამოღებული მ.გ. - ს ავტომობილის ჩხრეკის შედეგად.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე ტერცია და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.