საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს

2025-06-26 11:32:43

სა­ბერ­ძნეთ­ში კუნ­ძულ ქი­ოს­ზე ტყის ხან­ძრე­ბის უნებ­ლი­ედ გა­ჩე­ნა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ქარ­თვე­ლი ქალი დააკავეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ The Guardian-ი ავ­რცე­ლებს.

ქარ­თველ ქალს, სი­გა­რე­ტის გა­დაგ­დე­ბის შე­დე­გად, კუნ­ძულ­ზე ტყის ხან­ძრე­ბის ერთ-ერთი კე­რის შემთხვევით გაღ­ვი­ვე­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თველ­მა ქალ­მა, რო­მე­ლიც ქიოსზე დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ობს, სი­გა­რე­ტის გა­დაგ­დე­ბის შე­დე­გად ხან­ძრის გა­ჩე­ნა "აღი­ა­რა".

ლე­ი­ტე­ნან­ტმა კონ­სტან­ტი­ნე კო­ზა­ნის­მა Guardian-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ქალი სამ­შა­ბათს და­ა­კა­ვეს და მას ბრალს დღეს წა­უ­ყე­ნე­ბენ.

"ის ღა­მით პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ხვალ სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგე­ბა", - თქვა მან.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ ინ­ცი­დენ­ტი თვითმხილ­ვე­ლებ­მაც და­ი­ნა­ხეს.

ცნო­ბის­თვის, კუნ­ძულ ქი­ოს­ზე ტყის ხან­ძრებს გა­სუ­ლი კვი­რის შემ­დეგ 400-ზე მეტი მე­ხან­ძრე ებ­რძვის. ხელისუფლებამ კუნ­ძულ­ზე სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და და ათო­ბით სოფ­ლის ევა­კუ­ა­ცია განახორციელა ტყის ხან­ძრებ­მა კუნ­ძულ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 4000 ჰექ­ტა­რი ფარ­თო­ბი გა­ა­ნად­გუ­რა.