რუსთავში მე-11 და 25-ე ბაღის სამშენებლო პროცესები, ხოლო 23-ე და 31-ე ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ოთხივე ბაღში სამუშაოებისთვის ტენდერები მუნიციპალური განვითარების ფონდს ჰქონდა გამოცხადებული.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდება როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
როგორც ფონდში განგვიცხადეს, 23-ე ბაღში სარეაბილიტაციო პროცესი სექტემბერში დასრულდება, ხოლო დანარჩენ ბაღებში რეაბილიტაცია და მშენებლობა სექტემბრიდან დეკემბრამდე ეტაპობრივად.
შეგახსენებთ, რომ 23 და 31 ბაღების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალურ ფონდს 523 815 ლარის ელექტრონული ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, ხოლო მე-11 და 25-ე ბაღების მშენებლობისთვის 11 813 000 ლარის ტენდერი.