რუსთავის სასაფლაოების სიახლოვეს გამთენიისას ძლიერი ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ნაგავსაყრელია მოწყობილი.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ქრობით სამუშაოებს რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდნენ.
ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.