ისრაელი ირანთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.
ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ქვეყანა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დათანხმდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას „ძლიერ პასუხს გასცემს“.
"ისრაელმა ოპერაციის ყველა მიზანს მიაღწია. ისრაელმა ორი პირდაპირი საფრთხე აღმოფხვრა, როგორც ბირთვულ, ასევე ბალისტიკური რაკეტების სფეროებში“,- ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ისრაელი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს თავდაცვის სფეროში მათი მხარდაჭერისა და ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრაში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებამდე გავრცელდა დონალდ ტრამპის განცხადება, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ: "ისრაელი და ირანი თითქმის ერთდროულად მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: „მშვიდობა!".
ტრამპის თქმით ცეცხლის შეწყვეტა უკვე ძალაშია და მხარეებს თხოვს, არ დააღვიონ.
"ცეცხლის შეწყვეტა უკვე ძალაშია. გთხოვთ, არ დაარღვიოთ იგი! დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი!“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობის შემდეგ ისრაელმა ფრენებისთვის ცაც გახსნა, ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.