22 ივნისიდან აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი ირევა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"22 ივნისის გვიანი საღამოდან 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)",- ნათქვამია განცხადებაში.
23 ივნისს წვიმაა მოსალოდნელი რუსთავშიც, ჰაერის ტემპერატურა დღისით 23° იქნება, ხოლო ღამით 14°. 24 ივნისს რუსთავში ქარია მოსალოდნელი, 25 ივნისიდან კი გამოიდარებს.