ბანკი "ქართუ" შესაძლოა გაიყიდოს

2018-02-01 14:55:05

2 თვეა ვრცელდება ინფორმაცია რომ ბანკი "ქართუ" იყიდება და მისი ყიდვით "ლიბერთი ბანკია" დაინტერესებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. იმ შემთხვევაში თუ ბანკი "ქართუ" "ლიბერთი ბანკმა" შეიძინა მისი პოზიცია საბანკო სექტორში არ შეიცვლება თუმცა მნიშვნელოვნად გამყარდება. შეგახსენებთ რომ საქართველოს საბანკო სექტორში არსებული აქტივებით პირველ ადგილზეა "საქართველოს ბანკი", მეორე პოზიციაზეა "თიბისი ბანკი", ხოლო მესამე ადგილზე "ლიბერთი ბანკი".