რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახა "ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და შიდასაქალაქო მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დამხარება და საპატრულო პოლიცია.