ვის დაუფინანსდება მედიკამენტების შეძენა რუსთავში

2025-06-20 15:46:15

მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარების პროგრამას რუსთავის მერია აგრძელებს. 

"ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად, არანაკლებ 2 წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). დევნილებს მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, ომის მონაწილეების, 0-18 წლის ასაკის მარჩენალდაკარგული ბავშვებისა და მოზარდების (სარეიტინგო ქულა 70 001 დან-150 000 ჩათვლით) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსება და დიაბეტით დაავადებული 0-18 წლის ასაკის ბავშვებისა და მოზარდების სახელმწიფო პროგრამის ზევით გლუკომეტრების შესაბამისი ტესტ-ჩხირებით უზრუნველყოფა", - ნათქვამია მერიის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.