ხანძარი თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში

2025-06-20 02:02:20

თბილისში, მშრალ ხიდთან არსებულ ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი იყო.

უფრო კონკრეტულად, ხანძარი სასტუმროს სასაწყობე ოთახში გაჩნდა. რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, გამოძიება დაადგენს.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია.