სალმონელა შაურმაში

2025-06-19 13:29:56

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ სა­შა­ურ­მეს სა­წარ­მოო პრო­ცე­სი შე­უ­ჩე­რა, რად­გან იქ დამ­ზა­დე­ბულ შა­ურ­მა­ში სალ­მო­ნე­ლა აღ­მოჩ­ნდა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სეს-ი ავ­რცე­ლებს.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჯგუფ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი სა­შა­ურ­მე­ში "სთრით ფუდ 125" (მი­სა­მარ­თი; ქ. თბი­ლი­სი, მტკვრის ქ. N1, ს/კ 405641907).

შე­მოწ­მე­ბი­სას , ინ­სპექ­ტო­რებ­მა, სალ­მო­ნე­ლა­ზე კვლე­ვის მიზ­ნით , აი­ღეს 5 ნი­მუ­ში და აკ­რე­დი­ტე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­მო­იკ­ვლი­ეს. ხუ­თი­ვე გა­მოკ­ვლე­ულ ნი­მუშ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი - სალ­მო­ნე­ლა (SALMONELLA). შე­დე­გად, სა­შა­ურ­მე­ში "სთრით ფუდ 125" ჩა­ტარ­და არა­გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ასე­ვე გა­მოვ­ლინ­და კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ობი­ექ­ტი და­ჯა­რიმ­და და სა­წარ­მოო პრო­ცე­სი, შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის აღ­მო­ფხვრამ­დე შე­უ­ჩერ­და. ამას­თან, მიკ­ვლე­ვა­დო­ბით დად­გე­ნი­ლია კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც "სთრით ფუდ 125"-ს ხორ­ცით ამა­რა­გებ­და. სალ­მო­ნე­ლა­ზე კვლე­ვის მიზ­ნით აღე­ბუ­ლია ღო­რის ხორ­ცის ნი­მუ­შე­ბი , რომ­ლის შე­დე­გე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეც­ნო­ბე­ბა", - ნათქვამია განცხადებაში.