3 დაღუპული და 4 დაშავებული

2025-06-19 11:09:36

ქობულეთი - ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 

ავარიის შედეგად დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, სოფელ ხუცუბანთან მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში, ჯამში, 5 ადამიანი გადაიყვანეს. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.