ხანძარი რუსთავის ცენტრალურ პარკთან

2025-06-17 17:06:20

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟი და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობითი სამუშაოები.

შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებიან სამართალდამცავები.

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.