რუსთავის იპოდრომი - მრავალფუნქციური სივრცე ქალაქის შუაგულში.
თუ ეძებთ ადგილს, სადაც დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებთ ოჯახთან, მეგობრებთან და ბავშვებთან ერთად, თანაც არც შორს გინდათ რომ წახვიდეთ, საცხენოსნო კლუბი რუსთავის იპოდრომი ნამდვილად იდეალური არჩევანია.
ორშაბათის გარდა, იპოდრომი ყოველდღიურად მასპინძლობს სტუმრებს, რომლებსაც სურთ ჯირითი პროფესიულ თუ სამოყვარულო დონეზე, ან უბრალოდ დროის შინაარსიანად გატარება უნდათ სხვადასხვა აქტივობით დატვირთულ რეკრეაციულ სივრცეში.
საცხენოსნო აქტივობის გარდა, აქ დაგხვდებათ საბავშვო სივრცე და ზოოპარკი, ასევე კვების ობიექტები, რომლებიც სტუმრებს როგორც ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს, ისე ევროპულ, მათ შორის საბავშვო მენიუსაც სთვაზობს.
ტრადიციული სპორტის მოყვარულებისთვის მუშაობს საცხენოსნო კლუბი, სადაც სხვადასხვა ჯიშისა და ასაკის ცხენი ბინადრობს, რაც შესაფერისი ცხენის არჩევის შესაძლებლობას იძლევა დამწყები და პროფესიონალი მოჯირითეებისთვის. ამგვარად, აქ ნებისმიერი ფიზიკური მომზადების ადამიანს შეუძლია, გამოცდილი ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ დაეუფლოს ცხენოსნობას.
პროფესიონალური სასწავლო აბონემენტების ღირებულება განსხვადება ვიზიტების რაოდენობის მიხედვით:
8 ვიზიტი - 250 ლარი;
12 ვიზიტი - 300 ლარი.
ერთი გაკვეთილის/ვიზიტის ხანგრძლივობა 40 წუთს შეადგენს.
იმ სტუმრებისთვის, ვისაც ერთჯერადად ცხენებით გასეირნება სურთ, იპოდრომზე მოქმედებს ერთჯერადი აბონემენტებიც.
ერთჯერადი ვიზიტის ღირებულება სასწავლო მწვრთნელთან 45 ლარს შეადგენს და 30 წუთის განმავლობაში გრძელდება. აღნიშნულ შეთავაზებაშია სამოყვარულო ვიზიტიც - ბუნებრივია, ღირებულება უფრო დაბალია და ვიზიტორებს 20 ლარის გადახდა უწევთ, ხანგრძლივობა კი 20 წუთია. მიუხედავად იმისა, რომ სამოყვარულო ვიზიტი სწავლას არ მოიაზრებს, ცხენით გასეირნებაში ვიზიტორებს ინსტრუქტორები ეხმარებიან.
განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა შაბათ-კვირას, შესაბამისად, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამ დღეებში შეთავაზებაშია მხოლოდ 10-წუთიანი ერთჯერადი ვიზიტი,რომლის ღირებულებაც 10 ლარია.
რაც შეეხება სამუშაო გრაფიკს, ზაფხულის სეზონი გამორჩეულად დატვირთულია, რის გამოც იპოდრომის სამუშაო საათების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
სამუშაო გრაფიკია:
დილის 10:00-დან 14:00-საათამდე და 16:00-დან 22:00 საათამდე (შესვენება 14:00 - 16:00 სთ).
შაბათსა და კვირას, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, იპოდრომი მუშაობას შესვენების გარეშე.
ამ ეტაპზე, რუსთავის იპოდრომზე მთავარი სიახლე საბავშვო სივრცეა, რომელიც კონტაქტურ ზოოპარკსა და ატრაქციონებს აერთიანებს. კონტაქტურ ზოოპარკში ვიზიტის ღირებულება 12 წლამდე ბავშვებისთვის 10 ლარს შეადგენს. ამ შემთხვევაში თანმხლებ პირს სივრცეში შესვლა უფასოდ შეუძლია.
ზოოპარკში ბავშვებს დახვდებათ ენოტი, ფუმფულა კურდღლები, ზღვის გოჭები, პონი, თხა, ციცარი, კაკაბი, ფერადი თუთიყუშები, ასევე ულამაზესი ფარშევანგი, რომელიც სტუმრებში განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს.
ზოოპარკი ვიზიტორებს მასპინძლობს დილის 11:00-დან 21:30 საათამდე. შესვენების საათები კი იპოდრომისას ემთხვევა და 14:00-დან 16:00 საათამდე პერიოდში ვიზიტორების მიღება შეზღუდულია.
რუსთავის იპოდრომის ღია და დახურული სივრცეები განსაკუთრებით მოთხოვნადია დაბადების დღის თუ სხვა წვეულებების მოსაწყობად. მომხმარებლებს შეუძლიათ სივრცის სურვილისამებრ გაფორმება, ასევე ანიმატორების/ზღაპრის გმირების მოწვევა სხვადასხვა დაბადების დღის ცენტრიდან.
იპოდრომზე სივრცის (ფანჩატური) ქირაობის ღირებულება 2 საათის განმავლობაში 400 ლარია, ყოველი დამატებითი საათი კი 50 ლარი. მენიუ სურვილის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ - შეთავაზებაშია როგორც ტრადიციული ქართული სამზარეულო, ასევე კაფის ევროპული მენიუ. სურვილის შემთხვევაში, დაბადების დღის შეთავაზებაში ერთიანდება ცხენით გასეირნება ან/და ზოოპარკში ვიზიტი.
იპოდრომის რეკრეაციულ სივრცეში შეგიძლიათ ფოტოსესიის დაჯავშნაც.
ჯავშანს განსხვავებული ფასი აქვს და ცვალებადია კონცეფციის შესაბამისად (პერსონალური, საქორწილო, დაბადების დღის და სხვ.). თუ მაგალითად, პროფესიონალური პერსონალური ფოტოსესია გსურთ - სივრცის ღირებულება 50 ლარია. ფოტოსესიაში შესაძლებელია მონაწილეობდეს ორი ადამიანი. განსხვავებულია უკვე საქორწილო ან სხვა ტიპის ფოტოსესიის ფასები.
ყველაფერთან ერთად, მრავალფუნქციურ სივრცეში გელოდებათ გასტრონომიული სიამოვნებაც. იპოდრომის ტერიტორიაზე მოქმედებს კაფე "ჰიპო ფუდი", სადაც სტუმრებს უმასპინძლდებიან ადგილობრივი წარმოების სენდვიჩებით, სწრაფი წასახემსებლებით, ნაყინებითა და დესერტებით. ბავშვებისთვის კი შერჩეულია სპეციალური მენიუ. ასევე, ადგილზე მოგიმზადებენ ყავასა და ჩაის.
ტრადიციული ქართული სამზარეულოს მოყვარულებისთვის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რესტორანი "პაპური", სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული კერძები.
იპოდრომის ტერიტორიაზე შეუძლიათ კოქტეილებითაც გაგიმასპინძლდნენ.
საერთო ჯამში, რუსთავის იპოდრომი არის როგორც მეგობრული, ასევე საქმიანი შეხვედრების ადგილი ქალაქის შუაგულში.