ინგლისში, როჩესტერის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ელექტრო-სიგარეტი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების რისკს ზრდის და ჩვეულებრივ სიგარეტზე არანაკლებ საზიანოა. კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით მომწამვლელი ვანილის და დარიჩინის არომატებია. ელექტრო-სიგარეტი ხელს უწყობს ადამიანის ფილტვებში მომწამვლელი კვამლის მოხვედრას. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ იმუნური უჯრედები ელექტრო-სიგარეტების არომატებში გამოყენებული ქიმიკატების წინაშე, ფაქტობრივად, დაუცველები არიან, აღნიშნული ნივთიერებები კი ანთებას, ქსოვილების დაზიანებას და უჯრედების კვდომას იწვევს. კვლევის თანახმად, ქიმიკატებს შეუძლია მონიციტების - სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ტიპის ანთება გამოიწვიოს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ორგანიზმის ინფექციური დაავადებებისგან და უცხო სხეულების შემოჭრისგან დაცვაზე. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ შერეული არომატები ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ერთი კონკრეტული.
ელექტრო-სიგარეტის გამოყენება განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო წლებში, როდესაც ტრადიციული სიგარეტის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა. დღეს ამერიკაში ელექტო-სიგარეტის 500 ბრენდზე მეტი არსებობს და მაღაზიებში, საშუალოდ, 8000 არომატზე მეტი იყიდება. ექიმების განცხადებით, იმისთვის, რომ შემცირდეს “ინჰალაციით მოწმავლის“ რისკი, საჭიროა, რეგულაციების გამკაცრება. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.