გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერშუეთში, ტირიფონის არხში 30 წლის კაცი დაიღუპა. ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს და წერს, რომ კაცი, სავარაუდოდ, არხში ჩავარდა.
"ხმა შემოესმათ, რომ ბიჭი შველას ითხოვდა, მაგრამ ვეღარ უშველეს. ეს არხი ღიად მოედინება, კარგი იქნება თუ სოფლის ტერიტორიაზე მოაჯირები მაინც ექნება", - უთხრეს გამოცემას ადგილობრივებმა.