რასობრივ დისკრიმინაციაში ბრალდებულ 2 პირს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ი.ა.-ს და ლ.ა.-ს, რომლებმაც 2015 წლის 19 სექტემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საღამოს საათებში ნიგერიის მოქალაქეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
აღსანიშნავია, რომ სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულები ნასამართლობის არმქონე პირები იყვნენ და სასჯელის სახით წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი გამოიყენა.
ავტორი: ირმა კურტანიძე