რუსთავის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.