სურამთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავარიაში ექსკურსიის მიკროავტობუსი მოყვა.
შემთხვევის დროს 7 მოსწავლე დაშავდა და ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ხაშურის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.