რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე ერთმანეთს "სუბარუსა" და "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის დროს 2 ქალი დაშავდა და ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
მათ ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.