რუსთავში სკუტერით მოძრავ 2 მოზარდს ავტომობილი შეეჯახა

2025-06-08 17:59:56

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მაჩაბლის ქუჩაზე "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომობილი სკუტერით მოძრავ 2 მოზარდს დაეჯახა. 

შემთხვევის დროს დაშავებული 12 წლამდე ორი ბიჭი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

პაციენტებს ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო კვლევა მათი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.