ხონის მუნიციპალიტეტში მამაკაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა ხარაჩოდან გადმოვარდა.
როგორც ირკვევა, შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა სოფელ გუბში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან არის
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.