გერმანიაში ორი ქართველი დააკავეს

2018-01-31 14:40:05

გერმანიაში საქართველოს ორი მოქალაქე კბილის ჯაგრისების ქურდობისთვის დააკავეს.
გერმანული მედიის ინფორმაციით, 22 და 25 წლის პირებმა ქალაქ ებერბახის სუპერმარკეტში  574 ევროს ოდენობის კბილის ჯაგრისები მოიპარეს.

სამართალდამცავებმა დაკავებისას ბრალდებულებს მოპარული ნივთები აღმოუჩინეს.

არსებული ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე