რუსთაველმა სპორტსმენებმა, და-ძმამ ელენე და ლუკა წიბლიაშვილმა ჯიუ ჯიცუ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს.
ტურნირი თბილისში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს 20 ქვეყნის სპორტსმენმა მიიღო.
ამიკო სვიმონიშვილის გაწვრთნილმა ელენე წიბლიაშვილმა ოქროს მედალი 32 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა, ხოლო ლუკა წიბლიაშვილმა 30 კგ. წონით კატეგორიაში.