რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება

2025-05-27 10:51:48

კომპანია "ჯივიპი" განცხადებას აკეთებს.

ქ.რუსთავი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:00 საათიდან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

წმ. ნინოს, ოდისარიას, სპორტის ჩიხით, გ.ნიკოლაძის, მშენებელთა, ბოსტანქალაქის და წერეთლის ქუჩებს.