ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2025 დასრულდა. [ვიდეო/video]
წლევანდელი ფესტივალის ლაინაფი განსხვავებული და სრულიად ქართველი შემსრულებლებისგან იყო დაკომპლექტებული.
ფესტივალი სახელოვნებო სფეროს იმ წარმომადგენლებს აერთიანებდა, რომლებიც თავისუფლების, თანასწორობისა და ტოლერანტობის იდეის დაცვას ემსახურებიან.
წელს მუსიკალური დღეები ორი დღის განმავლობაში, 24-25 მაისს მიმდინარეობდა.
ფესტივალის ისტორიაში პირველად, მამაყურებლის წინაშე მერაბ სეფაშვილი წარსდგა. მუსიკალური ლეიბლების გარდა, Tbilisi Open Air-მა ქართულ თეატრს, ნაციონალურ ბალეტს, ბუნებრივი ღვინის ფესტივალს და თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლა.
ფესტივალის მეორე დღეს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ქართველი ხალხისთვის საკულტო მომღერლებისთვის, ნანი ბრეგვაძისა და გიული ჩოხელისთვის.