რუსთავში ერთერი უბნის მოსახლეობამ მთავარი გზა გადაკეტა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მარის არხის დასახლების მოსახლეობამ რუსთავი-გარდაბნის გზა გადაკეტა და ადგილზე მერიის წარმომადგენლების მისვლას ითხოვდნენ.
ადგილობრივები აცხადებენ რომ უკვე 3 თვეა რაც აღნიშნული გზის რეაბილიტაცია დაიწყო და სამუშაოები საკმაოდ დაბალი ტემპით მიმდინარეობს, დღეს კი გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპპორტის მოძრაობაც შეჩერდა. მოსახლეობა ითხოვს რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს და აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
პოლიციამ ამ მომენტისთვის საავტომობილო მოძრაობა აღადგინა.