თბილისში, ელიავას ბაზრობასთან, გუდაუთას ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი ერთერთ ავტოსახელოსნოში გამთენიისას გაჩნდა, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი, ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია სახელოსნო და სახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული რამდენიმე ავტომობილი. არსებული ინფორმაციით ავტოსახელოსნო დაკეტილი იყო და შიგნით არავინ არ იმყოფებოდა.