სამ თვეში 15 731 ავარია მოხდა, დაიღუპა 112 ადამიანი

2025-05-23 11:07:33

წელს, 1-ელ კვარტალში საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით 15 731 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცემიდან ჩანს, აქედან 14 371 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე მოდის, ხოლო 1 360 სისხლის სამართლის კოდექსზე.

შედეგად, წელს 3 თვეში დაიღუპა 112 ადამიანი, ხოლო 1 763 დაშავდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი დაღუპული, 33% – 61 წლის და მეტი ასაკის ადამიანზე მოდის, 29% 26-დან 40 წლამდე, ხოლო 20.5% 41-დან 60 წლამდე.

შსს-ის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 61% – თბილისში მოხდა. ასევე, ლეტალური შედეგითაც დედაქალაქი “ლიდერობს”.

უფრო კონკრეტულად, 3 თვეში როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ჯამურად ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

თბილისი – 9 634 შემთხვევა, დაიღუპა 28

აჭარა – 1448 შემთხვევა, დაიღუპა 10

იმერეთი – 1069 შემთხვევა, დაიღუპა 25

ქვემო ქართლი – 554 შემთხვევა, დაიღუპა 19

მცხეთა-მთიანეთი – 552 შემთხვევა, დაიღუპა 5

შიდა ქართლი – 538 შემთხვევა, დაიღუპა 4

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 533 შემთხვევა, დაიღუპა 7

კახეთი – 468 შემთხვევა, დაიღუპა 7

სამცხე-ჯავახეთი – 316 შემთხვევა, დაიღუპა 2

გურია – 189 შემთხვევა, დაიღუპა 5

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 32 შემთხვევა

ამასთან, იმ ავტოსაგზაო შემთხვევებიდან, რომელიც

ტრაგიკულად დასრულდა, 31-ის შემთხვევაში გამომწვევი

მიზეზი ქვეითის მიერ გადასასვლელის გავლის წესების

დარღვევას უკავშირდება, 26 – მოძრაობის დადგენილი სიჩქარის

გადაჭარბებას, 25 – შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლას

ან გასწრების წესების დარღვევას, 21 მოხვევის მანევრს, 15 – სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, 9 – დისტანციის დაუცველობას.