თბილსში, დიდუბეში თბილისი - ბათუმის მატარებელი კაცს დაეჯახა.
არსებული ცნობებით, კაცი ცოცხალია და მან დაზიანებები მიიღო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.