რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, ზებრა გადასასვლელზე ბებიას და შვილიშვილს "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული ბებია-შვილიშვილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის კიპაჟები.