როდემდე გაგრძელდება უამინდობა

2025-05-13 18:40:45

ქვეყანაში უამინდობა 16 მაისამდე გაგრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)",- ნათქვამია განცხადებაში.