საქართველოს ეროვნულ ბანკში ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საგადასახადო პროვაიდერებად რეგისტრაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ.
კერძოდ, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გაუქმდა ფულადი გზავნილების ცნება და ყველა სუბიექტი ვალდებული იქნება 2018 წლის 12 ივლისამდე ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირდეს ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულება გააფორმოს, თუმცა აღნიშნული ცვლილება არ შეეხებათ უშუალოდ მომხმარებლებს, რომლებიც ახორციელებენ ფულადი გზავნილების მიღებას ან გაგზავნას.
რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებულ იმ ინდმეწარმეებს და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვთ ფულადი გზავნილების მომსახურების უფლებამოსილება.
ავტორი: ირმა კურტანიძე