40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

2025-05-13 13:31:08

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 40 წლამ­დე კაცი დაჭ­რეს. შემ­თხვე­ვა ღა­მით, სო­ფელ ჩუმ­ლა­ყის მიმდებარედ მოხ­და.

მა­მა­კაცს რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ის გურ­ჯა­ა­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და შესაბამის მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლი დაცვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია, თუმ­ცა რა გახ­და მომ­ხდა­რის მიზეზი, ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია.

მომხდართან დაკავშირებით მიმ­დი­ნა­რე­ობს საგამოძიებო მოქმედებები.