ახმეტაში მკვლელობა მოხდა.
თანასოფლელმა 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
დაჭრილია თავად სავარაუდო დამნაშავე, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.
შემთხვევა ახმეტაში, ე.წ. წყაროების ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. მოკლულიც და სავარაუდო დამნაშავეც სოფელ ქისტაურის მკვიდრნი არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე ერთ სუფრასთან იმყოფებოდა, როცა მათ შორის კონფლიქტი დაიწყო.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში რ.ლ. დაჭრა, რის შემდგომაც ბრალდებულმა რ.ლ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ჯ.კ.-ს.
ბრალდებული რ.ლ. კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება, ხოლო ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფი და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.