ქუთაისში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გოგო დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის, “ინფო იმერეთს” ცნობით, შემთხვევა შერვაშიძის ქუჩაზე მოხდა.
არასრულწლოვანი გოგონა მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში აღმზრდელის ოჯახში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.