რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ლექსუსისა" და "ჰიუნდაის" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღიათ.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.