მეწყერში ერთი ავტომობილი მოყვა

2025-05-05 11:32:59

დილის საათებში ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.

არსებული ინფორმაციით, მეწყერში ერთი ავტომობილი ორი მგზავრით მოყვა, რომლებიც უვნებლად გადარჩნენ. მათ ავტომობილიდან გამოსვლა მოახერხეს.

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები.

გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის სავარაუდოდ დღის განმავლობაში მოხდება.

ფოტო: რუსთავი 2