კორპუსის ერთ-ერთ ბინაში იატაკი ჩაინგრა

2025-05-04 16:54:18

თბილისში, დადიანის ქუჩაზე 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში იატაკი ჩაინგრა.

ამ ბინის ქვემოთ აფთიაქია განთავსებული, რომლის სივრცეც ნგრევის შედეგად დაზიანდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილიდან 2 ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. შესაბამისი სამსახურები მუშაობას აგრძელებენ.

რა გახდა ნგრევის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.


ფოტო: პუბლიკა