ვარძიის მიმდებარედ მტკვარში რუსი ტურისტი დაიხრჩო.
ადგილობრივი მედიის „სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
მაშველები მას 29 აპრილის საღამოს შემდეგ ეძებდნენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავ" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კაცის ცხედარი მაშველებმა დღეს იპოვეს.