დიდუბეში ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ტანსაცმლისა და ხილ-ბოსტნეულის სასაწყობო ფართებია, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მიმდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაციაც მოხდა.
ცეცხლის ჩაქრობას 30 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ახორციელებდა.
არსებული ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
15 ათას კვადრატზე იყო ცეცხლი მოდებული, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.