2017 წლის საუკეთესო ფილმები - მსოფლიოში ყოველწლიურად იმდენად დიდი რაოდენობით ფილმი გამოდის, რომ მათი აღრიცხვაც კი წარმოუდგენელია, თუმცა წარმატებას მათი მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს და ამ ნაწილის აღრიცხვა არამხოლოდ მარტივი, არამედ საინტერესოც კი გახლავთ.
გამონაკლისი არ გახლდათ არც გასული, 2017 წელი და ამ წელსაც არაერთი ფილმი შეიქმნა, მათ შორის საუკეთესოების შესახებ კი ამ სტატიაში ვისაუბრებთ.
მაყურებელთა მხრიდან დიდი მოწონება და შესაბამისად მაღალი რეიტინგი არაერთმა ფილმმა დაიმსახურა, საუკეთესოთა შორის საუკეთესოების ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება ®
პირველი ადგილი - Wormwood
ეს გახლავთ ფილმი, რომელიც 6 სერიისგან შედგება და გვიამბობს მეცნიერისა და CIA -ს აგენტის მკვლელობის გამოძიების საქმეზე.
Wormwood არის დოკუმენტური ჟანრის დრამა, რომელიც ნეთფლიქსმა გადაიღო და რომლის რეჟისორიც ოსკაროსანი ეროლ მორისია.
მთავარ როლებს კი პიტერ სარსგარდი და მოლი პარკერი ასრულებენ.
ფილმის სრულად სანახავად 6 საათი დაგჭირდებათ, თუმცა როგორც ამბობენ დახარჯული დრო იმ სიამოვნებად ნამდვილად ღირს, რომელსაც ფილმის ნახვით მიირებთ.
მეორე ადგილი - LadyMacbeth / ლედი მაკბეტი
ეს გახლავთ ფილმი, რომელმაც მაყურებლებს შორის განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია.
ბევრი ამბობდა, რომ ფილმი არ მოეწონათ, ზოგიც პირიქით დადებითი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, ამ ფილმს ძალიან ბევრმა ადამიანმა უყურა.
მესამე ადგილი - Dunkirk / დუნკერკი
ეს გახლავთ ორ საათიანი ფილმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, დუნკერკში განვითარებულ მოვლენებს აღწერს.
მაყურებელთა შეფასებების მიხედვით, Dunkirk არის ეპიკური ფილმი, რომელში განვითარებული მოვლენებიც სუნთქვას შეგიკრავთ.
მეოთხე ადგილი - MarjoriePrime / მარჯორი პრაიმი
ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ასაკოვან, ქვრივ ქალზე სახელად მარჯორი პრაიმი, რომელიც ავადაა, აქვს ჩავარდნები მეხსიერებაში და ძალიან ენატრება თავისი გარდაცვლილი ქმარი.
ქალის სევდასთან და მონატრებასთან გამკლავების მიზნით, მარჯორის ცხოვრებაში ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ძალიან ჰგავს მის გარდაცვლილ მეუღლეს.
მეხუთე ადგილი - Columbus / კოლუმბუსი
დრამატული ჟანრის ფილმი, მამაკაცსა და ქალზე, რომლებსაც ერთმანეთის მსგავსი სიტუაცია აქვთ ცხოვრებაში და სწორედ ეს გახდება მათი დამეგობრების მაპროვოცირებელი გარემოება.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჯონ ჩუ და ჰელი ლუ რიჩარდსონი. რეჟისორი და სცენარის ავტორი კი გახლავთ კორეელი ხელოვანი კოგონადა.
ასევე იხილეთ:
საუკეთესო ფილმები, რომლებიც 2018 წელს გამოვა ეკრანებზე
weekend-ისთვის რეკომენდირებული 10 ფილმი