ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია [photo]

2018-01-27 17:13:12

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, წერეთლის გამზირზე. ერთმანეთს "მერსედესი"-ს და "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილები საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდნენ. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული დროით საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებული იყო.