ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთთან

2018-01-27 11:13:18

რიკოთის გვირაბთან ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ავარიის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მათგანი კი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დილით გარდაიცვალა. დაღუპულებს შორის 2 მცირეწლოვანია. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ტრაილერის მძღოლი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.