კაცი, რომელსაც 2 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

2025-04-21 13:07:25

თელავის მუნიციპალიტეტში, ორდღიანი ძებნის შემდეგ, 54 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

სოფელ კისისხევში მცხოვრებ მერაბ ხუციშვილს საკუთარი სახლის მარანში დღეს დილით გარდაცვლილი ნახეს.

ცნობისთვის, 54 წლის კაცს პოლიცია სოფელ კისისხევში და მიმდებარედ ორი დღის განმავლობაში ეძებდა.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.