ერთი კაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს

2025-04-21 13:03:37

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კაცი მოკლეს.

ადგილობრივების თქმით, მოკლულია 31 წლის დიმიტრი ჯავახიშვილი. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა, სავარაუდოდ, შურისძიებას და მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.

ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლეს და ადგილიდან მიიმალნენ.

სროლის დროს დაიჭრა ადგილზე მყოფი ახალგაზრდა მამაკაციც, ექიმის თქმით, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და საავადმყოფო დატოვა.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.