მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა, რა დროსაც ორმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, ერთი კი კრიტიკული მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.