მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ადგილობრივი მედიის 24news-ის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს "ტოიოტას", "ნისანის", "ოპელისა" და "კიას" ავტომობილები შეეჯახნენ.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.