რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ბეემვესა" და "ჰონდას" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა და ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში"გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, გაუწიეს შესაბამისი დახმარება ხა უკვე გაწერილები არიან კლინიკიდან.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.